ქართველი არტისტების ხელშეწყობისთვის მერია თანამედროვე ხელოვნების ფონდს აფუძნებს - კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მერიამ დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, იქნება არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენა.
კალაძე ამბობს, რომ ფონდი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
„თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები – მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს. შეიძლება, შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან კიდევ, ერთი წლის განმავლობაში განთავსდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თქვა, რომ შეიქმნება „ქანდაკებების ბაღი“, სადაც არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ, აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ, შევქმნათ პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი. მინდა, ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, შეხვდით ამ დარგის წარმომადგენლებს, აუხსენით, აღნიშნული პროექტის იდეა რაში მდგომარეობს“, – თქვა კახა კალაძემ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.