ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება
საქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დროზე შექმნან რეალური გარანტიები, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსებს არ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ოკუპირებულ ქვეყანაში საარჩევნო სუბიექტებად არ აქცევს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არც 2024-ის და არც შემდგომი არჩევნებისთვის.
"ყველა სხვა კომენტარი, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს რუსეთთან კოორდინირებულ თქვენს განზრახვაზე!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.