შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე - რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.
„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერიტორიებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის საკითხზე იმსჯელებენ.
„ჩემი ფიქრები ყველა იმ უკრაინულ ოჯახთანაა, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა“, - დასძინა მიშელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.