Jump to content
Planeta.Ge

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, ორბელიანების სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა


2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა.

ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოაწოდა, სხვა ადმინისტრაციული შენობების შემთხვევაში კი დაცვის თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გასცა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, 2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა.

რაც შეეხება მონაცემებს წლების მიხედვით, 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტი ს ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის ხარჯი 1 438 451,45 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის წლიური ხარჯი 3 913 237,49 ლარს შეადგენდა. მათ შორის, ყველაზე მეტი 1 236 207.59 ლარი პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებზე გაიცა, ხოლო ყველაზე ცოტა 167 736,06 ლარი ქუთაისის პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლების ხელფასებისა და დანამატებისთვის გაიცა.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის ხარჯი 2021 წელს 3 616 567,31 ლარს შეადგენდა. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო დაცვის მომსახურებისთვის, ხელფასისა და დანამატის სახით, ყველაზე მეტი თანხა 1 115 917,13 ლარი პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებზე გაიცა. მთავრობის ადმინისტრაციის დაცვაზე 1 126 210,58 ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის დაცვას, წლის განმავლობაში, 626 604,45 ლარი გადაუხადეს, ავლაბრის რეზიდენციის დაცვის თანამშრომლებზე 425 781,55 ლარი გაიცა. ქუთაისის პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებს 137 709,6 ლარი გადაუხადეს, ხოლო საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებს 184 344 ლარი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...