ანა მარია შიკო - ჩვენ გვჯერა, რომ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გახდებით ევროკავშირის წევრი ძალიან მალე, შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის ხმის იმედი
საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ელჩის თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
„ივნისში, სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ მისცეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველო სწორ გზაზე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გახდებით წევრები ძალიან მალე. შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის ხმის იმედი“, – განაცხადა ელჩმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.