რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა დონეცკის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 4 ივნისის დილიდან, დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხუთ მონაკვეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„4 ივნისს, დილით მოწინააღმდეგემ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადების მოქმედებაში მოყვანით და სხვა სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მხარდაჭერით“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
მისი ინფორმაციით, შეტევაში სულ ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი იყო ჩართული.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო რუსეთის თავდაცვის გარღვევა კიევის აზრით ფრონტის ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე. მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია თავის მიზნებს და წარმატებას", - აღნიშნა კონაშენკოვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.