Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - თუ ვინმეს სურს “ენმ-ს, ან “ოცნების” ორბიტაზე სატელიტობა, ეს მათი არჩევანია... ჩვენს პარტიას, შექმნის დღიდან არჩეული აქვს დამოუკიდებელი გზა და ერთადერთ თანამგზავრად და პარტნიორად ჩვენს მოქალაქეებს მიიჩნევს


ჩვენს მოქალაქეებს სურთ ჰქონდეთ არა წარსულის, არამედ მომავლის არჩევანი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.

მისი თქმით, ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა, არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება. 

 
“ენმ”-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვების გასაღები ჩვენ გვაქვსო და ეპატიჟება ვასალებს ოპოზიციიდან.
ამ გასაღებს, უკვე 11 წელია სარკოფაგში ინახავენ, თურმე და ლეგენდის თანახმად, 2024 წელს უნდა გამოიყენონ.
ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება.
თუ ვინმეს სურს “ენმ-ს, ან “ოცნების” ორბიტაზე სატელიტობა, ეს მათი არჩევანია, რომელიც დიდი ხანია უკვე გააკეთეს.
ესეთი პარტიები პერიოდულად ერთდებიან, შორდებიან, ამაში ახალი არაფერია. მოქალაქეებმა კარგად იციან “ნაცური” და “ქოცური” პარტიების შესახებ. ყველა ლუსტრირებულია.
ჩვენს პარტიას, შექმნის დღიდან არჩეული აქვს დამოუკიდებელი გზა და ერთადერთ თანამგზავრად და პარტნიორად ჩვენს მოქალაქეებს მიიჩნევს.", - წერს ბერდია სიჭინავა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...