ნათია მეზვრიშვილი - ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები
ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები. ხელისუფლების შეცვლილი საგარეო პოლიტიკა ფაქტია - დასავლეთს მიზანმიმართულად აჩვენებენ რომ „აქ რუსეთია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე თითქმის ყველაფერი რუსულია, ხელისუფლების ნება კი, სრულად აცდენილია ხალხის 89%-ის ნებას.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე თითქმის ყველაფერი რუსულია, ხელისუფლების ნება კი, სრულად აცდენილია ხალხის 89%-ის ნებას.
"სახელმწიფო რომ გვქონდეს, დემოკრატიული მმართველობით და დასავლური კურსით:
- ცარიელ ფურცლებზე ხალხს რუსული მეთოდებით არ დააკავებდნენ
- შსს მინიმუმ თავს ვალდებულად ჩათვლიდა საზოგადოებისთვის აეხსნა მისი ქმედებები
- პროკურატურა განზრახ უკანონო დაკავებაზე გამოძიებას დაიწყებდა
- სახალხო დამცველს რეაგირებისთვის შეფხიზლება არ დასჭირდებოდა
- სუს-ი კადიროველების თარეშზე პასუხისმებლობას აიღებდა და განმარტებას გააკეთებდა
- შეიკრიბებოდა უსაფრთხოების საბჭო
- პარლამენტი დაიბარებდა შს მინისტრს და სუს-ის უფროსს
- პარტიის თავმჯდომარე, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დამალულები არ იქნებოდნენ
- სახელისუფლებო შტოები აღიარებდნენ პრობლემას და დაიწყებდნენ მის გამოსწორებას
ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ნახეთ? ანუ, სახელმწიფო წაგვართვეს. დაუცველები ვართ ჩვენც და ქვეყანაც. ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში და სამსახურშია. სახელმწიფო და ინსტიტუტები რომ გვქონდეს, ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა.
როგორ გგონიათ რატომ გააუქმეს/დაიქვემდებარეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და აირჩიეს ლოიალური სახალხო დამცველი? აი ამიტომ, რომ ხელისუფლების სიგიჟეებს მაკონტროლებელი არავინ ჰყოლოდა. სამწუხაროდ, წინ უარესები გველოდება.
ხოდა, ამ მძიმე და საშიშ რეალობაში ცხოვრება თუ არ გვინდა, მთელი ძალისხმევა ავტორიტარული, ანტი-დასავლური ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისკენ უნდა მივმართოთ, - წერს ნათია მეზვრიშვილი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მშვიდობიანი გზით, იმიტომ, რომ ქვეყანაში არეულობა მხოლოდ ოცნებას და რუსეთს აწყობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.