Jump to content
Planeta.Ge

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია


საფრანგეთის ქალაქმა შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.

მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

კრისტიან ბაუერის გუნდში სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები  ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.

საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...