თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია ჯარები გაიყვანოს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს და არ დაელოდოს, სანამ უკრაინა ტერიტორიებს ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ რუსეთს სურს აირჩიოს დიპლომატიური გზა, უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და ძალით გავიყვანთ. ვფიქრობ დიდი განსხვავებაა. დიახ, ერთი მხრივ შედეგი იგივეა, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად რაიმე ტიპის დიალოგისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.
„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის დღეს არ არსებობს იოლი გამოსავალი, რადგან ისინი მკვლელები არიან. მაგრამ მინიმალური დანაკარგებით მათ აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ დიპლომატიური გამოსავალი სიტუაციიდან. ეს ნიშნავს, რომ ტყვიების გარეშე, აფეთქებების გარეშე, რაკეტების გარეშე, დაიწყონ ჩვენი ტერიტორიების დატოვება. დროის ფაქტორი პრობლემას არ წარმოადგენს, დაე ასე იყოს. ჩვენ გამარჯვების გამო არ ვიღლებით. თუ ძალის გამოყენებით დავამარცხებთ და ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, რა ექნებათ ჩვენთვის სათქმელი? რაღა დარჩება სალაპარაკო?“, – აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.