ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული
უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ და არ ელოდონ, სანამ ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ. ვთვლი, რომ ეს დიდი სხვაობაა. კი, შედეგი ერთნაირია, ერთის მხრივ. [მაგრამ] მე ვთვლი, რომ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ. ხოლო როგორ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ვკარგოთ ხალხი თუ დანაკარგები შევამციროთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია ძალით მოხდება თუ არა.
„დღეს ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ. და უკვე ის ქვეყნებიც, რომლებიც სკეპტიკურები იყვნენ, მაგალითად გერმანია. კანცლერი შოლცი, ღიად ამბობს: „ვთვლი, რომ რუსეთთან არაფერია სალაპარაკო, სანამ ტერიტორიებს არ დატოვებს“. ყურადღება მიაქციეთ, უკრაინა მოახდენს დეოკუპაციას კი არა, არამედ სანამ რუსეთი არ გავა, ვინაიდან ამაში ჩემთვის ლოგიკა არის. ჩემთან საუბარი და ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი თუ გინდა, მაშინ არ უნდა ელოდო, სანამ ძალით გაგაგდებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის „ნებისმიერი სხვა“ ხელმძღვანელობა ამ ვითარებიდან გამოსავლის ძიებას დაიწყებს და უკვე რუსული საზოგადოებაც ხვდება, რომ „მათი შიდა აფეთქება - მხოლოდ დროის საკითხია“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.