ოლექსი დანილოვი - ირანულ დრონებში უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები აღმოჩნდა
ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„დავშალეთ ისინი და, სამწუხაროდ, იქ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი ვარაუდით, ნაწილები, შესაძლოა, შეძენილია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც, რადგან დრონები, ძირითადად, 2019-2021 წლებშია ნაწარმოები.
ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია გაირკვეს, როგორ ხვდება დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში, მიუხედავად სანქციებისა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.