Jump to content
Planeta.Ge

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს... დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად


პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. 

 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 
"საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი.
დღეს პარტიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეუთო/ოდირის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან გამართეს, სადაც შემუშავებული ე.წ. “გაიდლაინები” განიხილეს.
პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური სტანდარტების შექმნაზე იმუშაოს. #საქართველოსთვის", - წერია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...