უკრაინაში თამაზ გაიაშვილი სანქცირების რისკის ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანეს
უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს.
გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან.
მონაცემთა ბაზაში Aero Handling Georgia-ს შესახებ წერია, რომ კომპანია დაკავშირებულია პრორუსი პოლიტიკოსის და „რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრის“ დამფუძნებლის ვალერი კვარაცხელიას ოჯახთან და მომსახურებას უწევს უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს, რაც Aero Handling Georgia-ს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.
Georgian Airways-ის შესახებ კი მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ კომპანიის მიერ გაზრდილი აქტივობა რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, რუსული ბიზნესის წარმომადგენლების მიმართულებით, ზრდის რუსეთის მიერ სანქციებისგან თავის ასარიდებლად ახალი სქემების ჩამოყალიბების რისკს. ამავდროულად გაიაშვილები და მათი კომპანია დაკავშირებულია Aero Handling Georgia-ს წარმომადგენლებთან.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.