ბექა ლილუაშვილი - დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება
დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე ალტერნატივა, გარდა დასავლური პერსპექტივისა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა.
"არ ვიზიარებ, დარწმუნებული ვარ აქ იგულისხმებოდა მხოლოდ მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის მას დღევანდელი ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე სივრცე, ალტერნატივა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის, გარდა დასავლური პერსპექტივისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. არ არსებობს მსგავსი რამ. თუმცა, ძალიან მძიმეა, როცა ომში მყოფ სახელმწიფოს იმდენად აქვს დამოკიდებულება გაფუჭებული შენს მთავრობასთან, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდნენ," - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.