Jump to content
Planeta.Ge

ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული მიმალვაშია. გამოცხადდება ძებნა - პროკურატურა


პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, ქ. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...