გახარია - პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მათთან ერთად მუშაობა.
პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მათთან ერთად მუშაობა.
"სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა!
ღირსეული და საამაყო საქმით ემსახურებით ქვეყანას, ხშირად ძალიან რთულ, უსამართლო პირობებში და დაუფასებლად.
გისურვებთ ღირსეულ, წარმატებულ და დაფასებულ საქმიანობას საქართველოსთვის!", - აცხადებს გახარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.