ღარიბაშვილის განცხადებები არ იყო დამახინჯებული, ის იყო გათვლილი, ცინიკური - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი წერს, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებები არა დამახინჯებული, არამედ წინასწარ გათვლილი და ცინიკური იყო.
ევროპარლამენტარი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტვიტს, რომელშიც ის წერს, რომ ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას აღქმული.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის კომენტარები არ იყო დამახინჯებული. ის იყო გათვლილი, ცინიკური და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი კაცის ინტერესებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს.
რა წვლილი შეაქვს ამ განცხადებებს 12 რეკომენდაციის შესრულებაში და კანდიდატის სტატუსის კუთხით წინსვლაში?“, – წერს ლექსმანი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი ინგლისურენოვანი განცხადება გამოქვეყნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ეხება. პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო დასავლეთისგან დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს და ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა გაიგონ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.