Jump to content
Planeta.Ge

რუსული ავიაკომპანია RedWings-ის ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყანადაა მითითებული


რუსულ ავიაკომპანია RedWings-ის საიტზე მიმართულებების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყანად არის მითითებული. საქართველო ამ ჩამონათვალში არ არის.

RedWings-მა რამდენიმე კვირის წინ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უფლება მოიპოვა.

საიტზე აფხაზეთის რამდენიმე ქალაქია მითითებული, მათ შორის, გაგრა, გუდაუთა და სხვები. თუმცა, მიუხედავად მითითებისა, ბილეთების ყიდვა შეუძლებელია როგორც აფხაზეთში, ასევე აფხაზეთიდან.

redwings.png

სქრინშოტი Redwings-ის საიტიდან.

სქრინშოტი RedWings-ის საიტიდან.

სქრინშოტი RedWings-ის საიტიდან.

საიტზე ასევე შეიძლება მიმართულებად ქუთაისის მითითება. თუმცა ბილეთები ამ მიმართულებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. იმისათვის, რომ ავიაკომპანიებს ფრენები შეესრულებინათ, საჭირო იყო საქართველოს მთავრობის ნებართვა.

ამ დროისთვის საქართველომ ფრენების ნებართვა უკვე გასცა სამმა კომპანიაზე – რუსულ „აზიმუტზე“, Red Wings-ზე და ქართულ „Georgian Airways-ზე“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას.

პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...