ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში
დეოლიგარქიზაციის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების რეფორმისა და დეპოლარიზაციის მხრივ საქართველოსგან მეტი პროგრესია საჭირო. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“პრეზიდენტებმა საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დარჩენილი გამოწვევები და 12 პრიორიტეტი განიხილეს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.
სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმების რიგისთვის პარლამენტში გაძლიერებული უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინკლუზიურობისა და ინტერპარტიული თანამშრომლობის საჭიროებას.
პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და პარტიებს შორის არსებული განხეთქილების დაძლევაში,” - წერია ევროპული საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი ცნობით, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოში მიწვევა მიიღო და დათანხმდა მას.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.