სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას.
მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, - წერს ზურაბიშვილი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.