Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანელი პარლამენტარი - თავდაცვა ესკალაცია არ არის - ეს არის კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან


თავდაცვა ესკალაცია არ არის. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ალისია კერნსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება იყო.

„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატო-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...