Jump to content
Planeta.Ge

დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება. ღარიბაშვილისგან გაიგეს ეს? - მდინარაძე


„დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, ეს თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს”, – ასე ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე, მამუკა მდინარაძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

„თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და თურმე იბრძვის ამის წინააღმდეგ, ეს გაუკვირდა ოპოზიციას? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება. ეს თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს. ეს იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთს ოკუპაციის მიზანიც აქვს და NATO-ს წინააღმდეგაც იბრძვის, ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს?!“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე აქვს „მკაფიო გზავნილები“.

„ყველა გამოსვლაში პრემიერს აქვს მკაფიო გზავნილები. ქვეყნის პირველი პირი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები აუცილებლად იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველი. მეტი უსაფრთხოება, მეტი ობიექტურობა, მეტი ევროპულობა დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებაზე. საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს. ველოდებით ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...