Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.


ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.

ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძის ცნობილ ფოტოზე ჩანს, რომ მოქალაქეებს აქციაზე ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინ აქვთ აღმართული. ფოტო არაერთმა საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა. თუმცა, საქართველოს სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ფოტოკონკურსზე ვერ მოხვდა.

publika.ge-350325678-227171500031391-408

როგორც ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, მას მისწერეს, რომ მისი ფოტო კონკურსის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. ის მიიჩნევს, რომ ცენტრს „პოლიტიკური კრიტერიუმები“ ჰქონდა.

„როცა მომწერეს, მე გამიჩნდა აზრი, რომ ამას პოლიტიკური სარჩული და მიზეზი ჰქონდა“, – ამბობს ის ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

ფოტოკონკურსში შერჩეული ფოტოები გუშინ გამოქვეყნდა საინფორმაციო ცენტრის Facebook-გვერდზე.

სამთავრობო საინფორმაციო ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს მედიასთან არ აკეთებენ. „პუბლიკა“ ცდილობს მათგან განმარტებების მიღებას.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ წულეისკირია. ის უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობიაშვილის ცოლია და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახდა რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, მეგობრობიდან ამოეშალათ ის.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...