თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რასაც გვარამია ეძახდა იყო სწორი - კობახიძე
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი იყო”.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის ყოფილა სწორი, თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას. ნუ ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ არ იცის, რას გადაწტვეტს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი. „ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი, და ვერ ვიტყვით რას იზამს“, – ამბობს კობახიძე. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პრეზიდენტთან ხელისუფლება პოლემიკაში შესვლას აღარ აპირებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.