Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს


რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

„მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა - წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, - განაცხადა იგნატმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების შედეგად ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რაკეტების 6 ნამსხვრევი ჩამოვარდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...