Jump to content
Planeta.Ge

ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებ ბრძოლას ნამდვილ დემოკრატიამდე - შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით


თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა.

"ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არასამართლიანი არჩევნების პერიოდია... შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით", - განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...