აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთის „ყოვლისმომცველი განვითარება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში და ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს მილოცვისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ქვეყნის ლიდერებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.