Jump to content
Planeta.Ge

გია ვოლსკი - პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია


პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების საკითხი ქართულ მხარეს არაერთხელ წამოუწევია.

ამასთან, ვოლსკიმ განმარტა, რომ რუსეთმა თავად მიიღო, როგორც პირდაპირი ფრენების შეწყვეტა წლების წინ, ასევე ახლა ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება.

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია შემოდის, რაღაც განმარტებები შემოდის და ოპოზიციასთან, პრაქტიკულად, მათ ინტერესებთან, თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს თანხმობას ნიშნავს, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ასე რომ გახსოვდეთ, არსებობს ქვეყნების ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია გარკვეული ინტერესები შავი კატების გამოშვების, ასე რომ ყურადღებით იყავით ყველა და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...