Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა.

სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა „მონოლითი“, ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...