Jump to content
Planeta.Ge

შსს უსაფრთხო ტურიზმზე ვიდეოს დამზადებაში 160 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ქვეყანაში უსაფრთხო ტურისტული გარემოს შესახებ ვიდეორგოლის დამზადებას. ამ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო უწყება ტენდერის გარეშე აპირებს და გათვლილი აქვს 159 777 ლარი.

შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა - უწყების ვებგვერდზე წერია, რომ ამ რგოლის დასამზადებლად 10 დღე საკმარისია.

"გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში, რის გამოც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, მომსახურების შესყიდვა მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ზაფხულის სეზონის დადგომამდე, ეს გარემოება კი შეუძლებელს ხდის შესყიდვა ჩატარდეს ელექტრონული ტენდერის საშუალებით, მისი ჩატარებისთვის საჭირო ვადების გათვალისწინებით", - ასე დაასაბუთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენის გადაწყვეტილება.

ვიდეორგოლი, რომელიც არანაკლებ 60-წამიანი უნდა იყოს, უნდა განთავსდეს სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ ვიდეორგოლის მიზანია ტურიზმის უსაფრთხოების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წვლილის წარმოჩენა.

"შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენილია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის სამსახურებრივი ბარათი საიდანაც დგინდება, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, პოლიციელთა მიმართ ნდობისა და პატივისცემის ზრდა მეტწილად დამოკიდებულია საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციაზე. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღიქვას მკაფიო კორელაცია საპოლიციო საქმიანობასა და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შორის", - წერია 2023 წლის 17 მაისით გამოცემულ სამსახურებრივ პატაკში.

radiotavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...