Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ


საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

"გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", - აღნიშნა ზელენსკიმ ქართულ ენაზე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...