Jump to content
Planeta.Ge

უკრაინელებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს


უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან, კიევის წინააღმდეგ მეცამეტე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...