Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის აუზზე წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით


ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი თქმით,  ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია.

"ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, დამოუკიდებლობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი ხელისუფალი, აუზზე წამოკოტრიალდეს. ტრაგედიაა, რომ ქვეყნის
მოღალატეები, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ასე დაგვაშორეს ევროპას, აღლუმს იბარებენ. ხალხის ვალია ამას არ შეეგუოს, მოღალატეები ხელისუფლებიდან გაისტუმროს და საქართველო დააბრუნოს იქ, სადაც მისი ისტორიული ადგილია.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...