საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იზმირის „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე, „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.