Jump to content
Planeta.Ge

“საქართველო ირჩევს ევროპას” — მსვლელობა რუსთაველის გამზირზე


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მსვლელობა, სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას”.

მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავათ ხელში, მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტთან შეჩერდნენ.

ისინი სკანდირებდნენ: “საქართველო!”

გასული წლის 26 მაისისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობის გაფორმებაში ევროკავშირის დროშები აღარ ფიგურირებს, რასაც საქართველოს არაერთი მოქალაქე პროტესტით შეხვდა. საპასუხოდ, მთავრობამ თქვა, რომ 26 მაისი “ყოველ წელს იძენს დამატებით თემატიკას”, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება და შესაბამისად ფორმდება ქალაქიც.

“წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“ “, — ამბობს მთავრობა.

25 მაისს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს და მოუწოდეს, პარლამენტის შენობის ფასადზე, რომელიც 26 მაისის აღსანიშნავადაა გაფორმებული, ევროკავშირის დროშა დააბრუნონ.

გარეკანის ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...