მედია - რუსეთის ქალაქ კრასნოდარზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის ქალაქ კრასნოდარზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს.
„ტელეგრამ“ არხის Baza-ს ცნობით, ქალაქს დილით ადრე ორი დრონით დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი, სავარაუდოდ, სამიზნეს მიაღწია.
კრასნოდარის მერმა ევგენი ნაუმოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი - ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა სახურავი. მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.