აშშ-ის საელჩო - თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის - შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
განცხადების თანახმად, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის სულისკვეთება განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.