Jump to content
Planeta.Ge

„სიურპრიზად გავიგე ახლახან“ - „პალიტრანიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა დახურეს


ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიფო.

„ასე და ამგვარად ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახან პოლიტიკური გადაცემა ნიუსრუმი რომელსაც აგერ 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა“, – წერს კვირველია, მადლობას უხდის კოლეგებს, სტუმრებს და დასძენს, – „ამ ეტაპზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს“.

„პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.

„პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.

კითხვაზე, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება მმართველი პარტიის მხრიდან „პალიტრანიუსის“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას გვიპასუხა, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან მიბმა არ შეიძლება და პალიტრა ნეიტრალური მედია ორგანიზაციაა, რომელიც არავის მითითებით არ იღებს გადაწყვეტილებებს.

„ეს არის ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ტელევიზიაში ხდება ხოლმე. როგორც სხვებთან, ისე ჩვენთან განახლება სჭირდება ყველაფერს. გადაწყვეტილება იყო ერთობლივი, რომელიც მივიღე მე“, – განაცხადა ლევან ტაბატაძემ. მისი თქმით, ჟურნალისტი კოკა კვირკველია „პალიტრანიუსში“ სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.


28 მარტს „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე.

„მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს და დეტალებში ვერ შევალ, არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას – ფორმულას, გახდა ერთგვარი ფორმულა-2“, – განაცხადა კობახიძემ

მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.

„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“, – აცხადებდა „პალიტრა მედია“.

31 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი, თუმცა „მტკიცებულებებით გამყარებულ ინფორმაციას“ არ ფლობს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანია მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...