ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელებს - რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს.
„დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები მუდმივად გრძელდება, მინდა მივმართო უშუალოდ ირანელ ხალხს, თითოეულ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ირანში. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ისწავლეს „კამიკაძე“ დრონების ჩამოგდება, რომლებსაც ირანი რუსეთს გადასცემს, მაინც არის დარტყმები და მსხვერპლი.
"როდესაც ირანული დრონი კლავს ორსულ უკრაინელ გოგონას თავის ქმართან ერთად საკუთარ სახლში, რისთვის გჭირდებათ ეს თქვენ, დედებსა და მამებს ირანში? როცა თქვენი Shahed-ი ჩვენი სტუდენტების საერთო საცხოვრებელს ურტყამს, ხალხი იღუპება, ხანძარი ჩნდება, მაშველები ადგილზე მიდიან და რამდენიმე წუთში მეორე Shahed-ი ურტყამს და სიცოცხლეს ართმევს მათ, ვინც სხვების სიცოცხლე გადაარჩინა, რისთვის გჭირდებათ ასეთი ცინიკური მკვლელობები? მკვლელობები რუსეთის ხელით, მაგრამ თქვენი იარაღით. რას მიიღებთ მისგან თქვენ, ხალხი თეირანში, შირაზში, ან თქვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქში?“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აგრესორისთვის დახმარების აღმოჩენის შედეგად ირანი იღებს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მსოფლიოსგან და კიდევ მეტ პრობლემებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.