Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი


წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისი ტქმით, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი.

"საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ გამზირზე, სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა ჯერ დაწვა, ახლა საერთოდ არ დაკიდა. დაბრუნდება ევროკავშირის დროშაც და ევროპაც საქართველოში. ევროკავშირში აქვს საქართველოს გარანტირებული დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. არ ყოფილა ეს არასოდეს რუსეთში და ვერ იქნება!", - წერს მეზვრიშვილი. 

349061282_984791972944576_8138346391925553776_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...