Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ 12 რეკომენდაციაზე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა


ყურადღება 12 რეკომენდაციაზე გავამახვილეთ, ასევე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, უცხოელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა კარგად ესმით.

„ბუნებრივია, კარგად უნდა გვესმოდეს ორი ასპექტი: ერთი - თავდაცვისუნარიანობა, მეორე - დემოკრატიული რეფორმები. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ნატო-სთან თანამშრომლობის ისტორიული კონტექსტია და ბუნებრივია, ორივე მიმართულებით იყო ინტერესიც და საუბარიც.

განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ 12 რეკომენდაციაზე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, მათ შორის კონსტიტუციის 72-ე მუხლის დარღვევის ნაწილში. ხელისუფლებიდან არავის ჰქონდეს იმედი, ტყუილად ნუ გაიფიქრებენ, რომ ჩვენს პარტნიორებს ქართველი ხალხის შეიძლება არ ესმოდეთ. ქართველი ხალხის ხმა, მათ შორის, 90%-ის ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილში, 80%-ის ნატო-ს წევრობის მხარდაჭერის ნაწილში, ძალიან კარგად აქვთ გაგებული...

ჩვენ ბუნებრივია, ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ვთხოვეთ, რომ ოფიციალური პირების მხრიდან დაფიქსირდეს საქართველოს და ქართველი ხალხის, მათი ურყევი სურვილიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ძალიან მკაფიოდ ჩაიწეროს ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...