უკრაინის ეკლესია ამიერიდან შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] ახალ კალენდარზე გადადის, განაცხადა კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობამ დღეს, 24 მაისს, ოფიციალურად მიიღო.
შესაბამისად, ეკლესია დღესასწაულებს ახალი თარიღით აღნიშნავს – მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. აქამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებდა, რომელიც გრიგორიანულს 13 დღით უსწრებს.
„ამ რეფორმის სისრულეში მოყვანა პირველ რიგში მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ უფრო ზუსტ კალენდარზე და მომავალში თავიდან ავირიდოთ უძრავი დღესასწაულების თანდათანობით გადაწევა. მართალია, ამ გზაზე რჩება რიგი სირთულეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფლის დახმარებით მათ მოვაგვარებთ“, – ამბობდა მიტროპოლიტი ეპიფანე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.