Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით


ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით, - ამის შესახებ აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხოს. 


"მათ მიერ შემუშავებულია და როგორც ჩანს პროპაგანდის ყველა აქტიურ ინსტრუმენტსს “ჩაშლილი” აქვს, რომ განავითარონ ახალი სტრატეგიული ნარატივი/გზავნილი თითქოსდა “რუსეთმა აფხეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ ყურადღება გაანელა და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქართველოსთვის გახსნილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად მას ოკუპ. რეგიონებთან ურთიერთობების აღდგენაში უნდა დაეხმაროს”.
-  ჩემი დაკვირვებით აღნიშნული სტრატეგიული ნარატივის ფორმირება ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა, მაგრამ უშუალო გზავნილების ფორმირების ფაზა სულ რამდენიმე დღეა რაც აქტიურად დაიწყო.
- სინამდვილეში შემდეგი მოცემულობა გვაქვს: უკრაინის ომში აბსოლუტური კრახისკენ (სტრატეგიულ-ტაქტიკურ დონეზე) განწირული რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების და როგორც ჩანს მასში, სხვადასხვა დონეზე ჩანერგილი აგენტურის მეშვეობით ქვეყნისთვის შექმნილი გეოპოლიტიკური ფანჯრის ხელოვნურ საბოტირებას!
- აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცრუ სენტიმენტალიზება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს (მათ შორის ოკუპ. რეგიონების) საკუთარი გავლენის სფეროში გრძელვადიანად ან საბოლოოდ “ჩაბეტონებას”!!!
-საეთაშორისო და ადგილობრივი მაგალითები,
როდესაც
- ა) კონსტიტუციით ნეიტრალურ ქვეყანას მოლდოვას ათწლეულების განმავლობაში დნესტნისპირეთის კუთხით რუსეთის მეშვეობით ნულოვანი პროგრესი ჰქონდა (მაშინაც კი როდესაც მოლდოვა პრო-რუსული ხელისუფლების მმართველობაში იყო),
- ბ) 2014 წელს როდესაც უკრაინას ნატოში გაწევრიანების ამბიცია საერთოდ არ ჰქონია და ტყვიის გასროლის გარეშე მაინც დაკარგა ყირიმი და მიიღო 8 წლიანი განგრძობადი ომი საკუთარ ორ რეგიონში,
- გ) საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ოცნების “დაბალანსებული” პოლიტიკის ფონზე აგრესიული ბორდერიზაცია და სხვა მძიმე ფაქტები ხორციელდებოდა ჩვენს წინააღმდეგ,
- დ) მათთდამი სრულ მორჩილებაში მყოფ დე ფაქტო აფხაზებს სხვადასხვა ტერიტორიულ სეგმენტებს უბრალოდ ართმევენ და
- ე) სულ ახლახან მათი სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი უბრალოდ “გაყიდეს” მოწმობს იმას, რომ რუსეთს არათუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს არამედ პირიქით!!!
- რეალურად აფხაზეთში ფსბ-ს და გრუ-ს დანაყოფების მიერ დღემდე ხორციელდება აქტიური ოპერატიული ღონისძიებების გატარება სამეგროლოსა და სვანეთში სეპარატისტული და სესეციური განწყობების გასაღვივებლად. რუსეთის უსაფთხოების სამსახურების მიზანი, რომ საქართველო უნდა დაიყოს ეთნო-ტერიტორიულ ანკლავებად არ შეცვლილა და ისინი მათ სტრატეგიულ გეგმას სხვადასხვა ტემპით მიუყვებიან…
რუსეთს ეშინია საქართველოს (ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის) ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ყველა რუსი პოლიტ. ელიტის წარმომადგენელი ხვდება, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების წარმატებული ფორმულა ევროკავშირში სრული ინტეგრირებაა (ბალკანეთის მაგალითი). ეს კი მათ სტრატეგიულ ინტერესს პირდაპირ ეწინააღმდეგება. მათ სჭირდებათ “გაწელილი კონფლიქტების” დუღილის სხვადასხვა ტემპერატურაზე შენარჩუნება. ამას აკეთებდნენ ბოლო 30 წელი და ამ კუთხით მათი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა…
! ამიტომ მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ (მედია, ანალიტ. ცენტრები, სოც. ქსელების აქტიური მომხმარებლები, სასწავლო დაწესებულებები, პროფესიული წრეები და ა.შ.) ადეკვატურად უპასუხოს.
ჩვენ ვერ ვათვითცნობიერებთ ოცნების უკვე სრულად რუსული პროპაგანდის ძალას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. უკვე არახალია, რომ ნებისმიერი მცირე “სხვა პრიზმაში” გაკეთებული განცხადება აქტიურად გამოიყენება არა მარტო განმცხადებლის ინდივიდუალურ დონეზე პიარაულად დაზიანების მიზნით, არამედ მთლიანად ინტეგრირებულია ანტი-დასავლური და პრო-რუსული ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციის დიდ ჯაჭვში…
რუსები “master-mind”-ები არიან “სასარგებლო იდიოტების”, როგორც სოციალურ-პროპაგანდისტული ფენომენის აქტიურ უტილიზებაში…
! ეს კრიტიკულ დონეზეა გასათვალისწინებელი ყველა შიდა თუ გარე აქტორის (საქართველოს მოქალაქე, რიგითი ჟურნალისტი, დიპლომატი, ცნობადი სახე, ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი და ა.შ.) მიერ დღეს. ვინც ამას დღეს კვლავ აკეთებს ან მომავალში გააკეთებს, ან თავად არის “გავლენის აგენტი”, ან უბრალოდ კომპეტენცია და ინტელექტუალური დიაპაზონი არ ჰყოფნის, რომ შექმნილი საინფორმაციო და პროპაგანდისტული კონტექსტი გაითვალისწინოს…", - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე. 

348943856_912158496520971_4910541247208015887_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...