Jump to content
Planeta.Ge

დათა თავაძის დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს ნომინანტია


დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის.

სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს.

„პიესა მალევე დაიწერა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ბრეხტი ემიგრაციაში იმყოფებოდა ამერიკაში. ვფიქრობ, იგი მართლა გრძნობდა ომს, იყო ერთ-ერთი ვისაც შეეძლო ომის აღწერა, ვისაც შეეძლო ეპოვა ენა მომხდარზე სალაპარაკოდ. ასეთი ხმები, რომლებსაც შეუძლიათ რეალობის ასახვა, მყისიერად ხდება კლასიკა. ვფიქრობ, ეს არის არა ამბავი ომზე, არამედ დიდ იმედზე ომის დროს; გადარჩენაზე. ადამიანები იცავენ ერთმანეთს და ესეც გადარჩენაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამბავში. აუცილებლად უნდა არსებობდეს იმედი, რათა არ განადგურდეს მომავალი. ამაზე მსურდა მელაპარაკა”, – დათა თავაძე.

ფოტო გარეკანზე: Dailes teātris

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...