გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
- თბილისის პროგრამა
- მარნეულის პროგრამა
- მესტიის პროგრამა
- მცხეთის პროგრამა
- ოზურგეთის პროგრამა
- რუსთავის პროგრამა
- ტყიბულის პროგრამა
- ფოთის პროგრამა
- ქუთაისის პროგრამა
- ამბროლაურის პროგრამა
- ახალციხის პროგრამა
- ახალქალაქის პროგრამა
- ბათუმის პროგრამა
- გორის პროგრამა
- ზუგდიდის პროგრამა
- თელავის პროგრამა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.