უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის გადასაზიდ შავი ზღვის პორტს არ აძლევს მუშაობის საშუალებას
უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდეს მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და პივდენიდან.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.