Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია.

ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში საომრად მოხვდნენ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინაში ოპერაციის დაწყებიდან, ყველა საშუალებით ცდილობდნენ დისციპლინის შენარჩუნებას, თუმცა, პრობლემა გამწვავდა 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ.

 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დისციპლინის უზრუნველსაყოფად ფოკუსირებული იყო პატრიოტულ აღზრდაზე და არა ჯარისკაცების იმედგაცრუების რეალური მიზეზების დაძლევაზე.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...