Jump to content
Planeta.Ge

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა


გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 2.7 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, დახმარების პაკეტში შედიოდა Leopard-1 საბრძოლო ტანკები, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 17 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...