Jump to content
Planeta.Ge

სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა


სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა.

სლოვენიის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სლოვენიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ მოწოდებული სახელმწიფოების საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს გაძლიერებას. ერთად სიმართლისთვის და შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის!“- დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

17 მაისს, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მარტში ასეთი გადაწყვეტილება ისლანდიის პარლამენტმა მიიღო. იმავე თვეში ბელგიის წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მიმდინარე წლის თებერვალში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ იტალიის პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

პალიტრა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...